ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვაშინგტონი და ბრიუსელი სომხეთში ანტირუსულ განწყობებს აღვივებენ” – ზახაროვა

25 ოქტომბერი, 2022 •
“ვაშინგტონი და ბრიუსელი სომხეთში ანტირუსულ განწყობებს აღვივებენ” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ კითხვაზე, ისაუბრა სომხეთში ანტირუსულ განწყობებზე.

“შეუძლებელია არ გვაღელვებდეს შემაშფოთებელი ტენდენციები კავკასიაში, სადაც დასავლეთი აშკარად ცდილობს უკრაინაში შემუშავებული კონფრონტაციების სქემების გადატანას. ვხედავთ, როგორ უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის ჩვენი მოძმე სომხეთი გარე ძალების მხრიდან.

ვაშინგტონისა და ბრიუსელის მითითებით არსებული მრავალრიცხოვანი ფონდები, არასამთავრობოები და მედია გაორმაგებული ძალისხმევით ცდილობენ სომხეთში ანტირუსული განწყობების გაღვივებას”, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტის ცნება სომხურ საზოგადოებაში დისკუსიის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანმა დაიკავა რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სოფლები, ფარუხი და ხცაბერდი. ამასთან, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე ორმხრივმა დიალოგმა დასავლეთის ქვეყნების სტრუქტურების ფორმატებში გადაინაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი