ახალი ამბები

უკრაინა ადასტურებს, რომ ოქტომბერში, ყირიმის ხიდის აფეთქებაში მიიღო მონაწილეობა

26 ივლისი, 2023 • 1190
უკრაინა ადასტურებს, რომ ოქტომბერში, ყირიმის ხიდის აფეთქებაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი ადასტურებს, რომ ყირიმის ხიდზე გასული წლის ოქტომბერში მომხდარ აფეთქებაში უკრაინამ მიიღო მონაწილეობა.

„ბევრია სხვადასხვა სპეცოპერაცია… ზოგზე ხმამაღლა გამარჯვების შემდეგ შეგვეძლება საუბარი, ცალკეულებზე სულაც არ ვისაუბრებ. ჩემმა კოლეგამ დღეს ჩაიცვა შესაბამისი მაისური. ესაა ერთ-ერთი ჩვენი რეალიზაციებიდან, კერძოდ კი, გასული წლის რვა ოქტომბერს ყირიმის ხიდის დანგრევა. […] ხიდის განადგურება ერთ-ერთია ჩვენი მიღწევებიდან“, – ციტირებს მალიუკს „უკრაინსკა პრავდა“.


ყირიმის ხიდზე, რომელიც კრემლმა ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ააშენა, აფეთქება მოხდა გასული წლის რვა ოქტომბერს. რუსული მხარის ცნობით, ამის უკან უკრაინა იდგა. როგორც წესი, უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს მსგავს ოპერაციებში საკუთარ მონაწილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი