თბილისში, ვაკის რაიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 25 ივლისს, შუადღისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით დაპირისპირება ბიზნესპარტნიორებს შორის მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
