ახალი ამბები

გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ათი ტანკი გადასცა

21 ივლისი, 2023 • 1110
გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ათი ტანკი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გადასცა, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ გერმანიის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით.

კერძოდ, ახალი პარტია მოიცავს „ლეოპარდ 1“-ის A5-ის ტიპის ათ ტანკს, „ლეოპარდ 2“-სთვის MG3-ის ტიპის ოც ტყვიამფრქვევს, ასევე დაუზუსტებელი რაოდენობის ჯავშანმანქანებს „მარდერს“ და „დახს“.

პაკეტი აგრეთვე მოიცავს 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცის დაახლოებით 1300 ჭურვს, 2064 კვამლის ჭურვს, 12 ტრაილერს, ათ რადიოლოკაციურ სადგურს, „ცეტროსის“ 16 სატვირთო მანქანას, ოთხ ავტომობილს მესაზღვრეებისთვის და ასი ათას გადაუდებელი დახმარების ნაკრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი