ახალი ამბები

პოლონეთში ავარიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

19 ივლისი, 2023 • 1338
პოლონეთში ავარიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

პოლონეთში, ქალაქ ვისკოკისთან მომხადარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, იტყობინება პოლონური მედია.

არსებული ინფორმაციით, BMW მარკის ავტომობილი, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხეს დაეჯახა. მანქანას მართავდა საქართველოს მოქალაქე. ავტომობილში აგრეთვე იჯდა მეორე პირიც, რომლის ვინაობაც ჯერ არაა დადგენილი.

ორივე ადგილზე დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, შემთხვევის მიზეზები ჯერ დადგენილი არაა. თუმცა, სავარაუდოდ, მანქანა სწრაფად მიდიოდა და შეჯახების ძალა დიდი აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი