ახალი ამბები

ზესტაფონში მდინარეში ცხედარი იპოვეს

19 ივლისი, 2023 • 1381
ზესტაფონში მდინარეში ცხედარი იპოვეს

ზესტაფონში მდინარე ძუსაში მაშველებმა ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში ჯერჯერობით ოფიციალურად ვერ ადასტურებენ, რომ დაღუპული 18 წლის ბიჭია, რომელსაც მაშველები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში მესამე დღეა ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგზარდა სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარეში გაუჩინარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი