ახალი ამბები

მოსკოვში ლენინის მავზოლეუმს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

18 ივლისი, 2023 • 2333
მოსკოვში ლენინის მავზოლეუმს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

მოსკოვში მოქალაქემ ლენინის მავზოლეუმს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, იტყობინება რუსული მედია.

„ორშაბათ საღამოს დააკავეს კაცი, მას ჰქონდა მოლოტოვის კოქტეილი. გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში“, – აღნიშნა „რია ნოვოსტის“ წყარომ.

არსებული ინფორმაციით, „მოლოტოვის კოქტეილი“ ქვაფენილზე დაეცა, პოლიციამ კი დააკავა 37 წლის პირი ქალაქ ჩიტადან. მას ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სასამართლო მის საქმეზე დღეს შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი