ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი და ალიევი 15 ივლისს ბრიუსელში შეხვდებიან

13 ივლისი, 2023 •
ფაშინიანი და ალიევი 15 ივლისს ბრიუსელში შეხვდებიან

21 ივლისის ნაცვლად 15 ივლისს ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა იგეგმება შარლ მიშელთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ინფორმაცია სომხურმა მხარემ დაადასტურა.

როგორც სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწევს.

უკანასკნელი შეხვედრა ალიევსა და ფაშინიანს შორის შარლ მიშელის მედიაციით პირველ ივნისს მოლდოვაში გაიმართა. სწორედ მაშინ დააანონსა შარლ მიშელმა შემდეგი შეხვედრა 21 ივლისს.

მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები. ამავე დროს, საკმაოდ ინტენსიურია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი