გაერთიანებული სამეფოს შემდეგ უკრაინას საფრანგეთიც მიაწვდის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.
„მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს შორს დარტყმის უნარი ჰქონდეთ“, — განაცხადა ვილნიუსის ნატოს სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
მას არ დაუსახელებია, რომელ და რა რაოდენობის რაკეტებს გადასცემს საფრანგეთი უკრაინას. მედიის ინფორმაციით, საუბარია მიწა-ჰაერის ტიპის SCALP რაკეტებზე, რომელიც ბრიტანეთში ცნობილია როგორც Storm Shadow და დაახლოებით 250 კმ მანძილზე მოქმედებს.
უკრაინა თვეების განმავლობაში ითხოვდა გრძელი რადიუსის რაკეტებს, მაგრამ შეერთებული შტატები ამ დრომდე თანხმდება ამ მოთხოვნას. პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინისთვის შორი რადიუსის Storm Shadow-ს რაკეტების მიწოდების შესახებ განაცხადა, გაერთიანებული სამეფო იყო.








