ახალი ამბები

ავტოავარია თბილისში — დაშავდა 1 ადამიანი

10 ივლისი, 2023 • 1078
ავტოავარია თბილისში — დაშავდა 1 ადამიანი

10 ივლისს  თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი.

შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს.

ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით მუხლი დაუზუსტებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი