ახალი ამბები

ცოლის მკვლელობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს

10 ივლისი, 2023 • 1125
ცოლის მკვლელობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს

10 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში დააკავეს 80 წლის კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 11 – პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი