ახალი ამბები

მეტროში მომხდარ ჩხუბზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

10 ივლისი, 2023 • 7369
მეტროში მომხდარ ჩხუბზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მეტროში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ინციდენტის ამსხაველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაპირსპირებაში რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობს. როგორც კადრებში ჩანს, დაპირსპირება ვაგონში დაიწყო და მარჯანიშვილის მეტროსადგურზე გაგრძელდა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი