ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ძლიერმა წვიმამ აფხაზეთში სახლები დატბორა, დააზიანა გზები და რკინიგზა

10 ივლისი, 2023 • 1119
ძლიერმა წვიმამ აფხაზეთში სახლები დატბორა, დააზიანა გზები და რკინიგზა

8-9 ივლისს აფხაზეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გაგრაში 800-მდე სახლი დატბორა. როგორც აფხაზური მედია წერს, სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვის ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახური – მაშველები შენობებში დაგროვებულ წყალს ტუმბავენ.

უწყების ოფიციალური ცნობითვე, სტიქიამ დატბორა როგორც კერძო სახლები, ასევე, მაღალსართულიანი სახლები და ქუჩები. ასევე, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა გზები, რკინიგზის ლიანდაგი და 250-მდე ავტომობილი.

დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, საერთო ჯამში, 1100 შენობა დატბორა, მათ შორის რამდენიმე ადმინისტრაციული და “კურორტი ბიჭვინთა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი