„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
მისი თქმით, უსაფრთხოებას თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ახლაც იმართება გარკვეული ღონისძიებები [„თბილისი პრაიდის“] კვირეულის ფარგლებში. იქაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებს ყველა უწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში „პრაიდის კვირეული“ იმართება, რომლის დასკვნითი ღონისძიება 8 ივლისს დახურულ სივრცეშია დაგეგმილი.
უკვე წლებია, ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო ლგბტქ+ თემის ღონისძიებები საჯარო სივრცეში ვერ ტარდება.