ახალი ამბები

იენს სტოლტენბერგს ნატოს გენმდივნის მანდატი ერთი წლით გაუგრძელდა

4 ივლისი, 2023 • 659
იენს სტოლტენბერგს ნატოს გენმდივნის მანდატი ერთი წლით გაუგრძელდა

ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატის გაგრძელებაზე კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე.

გადაწყვეტილებას ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსის სამიტზე დაამტკიცებენ.

„ჩემთვის პატივია ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გაგრძელდეს ჩემი გენერალური მდივნის უფლებამოსილება. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურმა კავშირმა უზრუნველყო ჩვენი თავისუფლება და უსაფრთხოება თითქმის სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში და უფრო სახიფათო სამყაროში ჩვენი დიდი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს 2014 წლიდან უკვე სამჯერ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ოქტომბერში, ამჟამინდელი მანდატის ამოწურვის შემდეგ, სტოლტენბერგი აპირებდა ნორვეგიის ცენტრალური ბანკში გადანაცვლებას.

ნატოს გენერალური მდივნობის პოტენციურ კანდიდატებს შორის მედიაში სახელდებოდაა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი და სხვა.

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ალიანსში არ არის კონსენსუსი მომავალ გენერალური მდივნის ვინაობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, რომ სტოლტენბერგს სთხოვეს, დარჩეს თანამდებობაზე ვაშინგტონის 75-ე საიუბილეო სამიტამდე.

რას ელიან უკრაინა და საქართველო ნატოს ვილნიუსის სამიტისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი