ახალი ამბები

საკონსიტუტციო კომისია კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტზე იმსჯელებს

19 ივლისი, 2010 • • 1133
საკონსიტუტციო კომისია კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტზე იმსჯელებს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტს დღეს დაამტკიცებს. კომისიის სარედაქციო საბჭო სასტუმრო “რედისონში” შეიკრიბება და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტსა და ბერლინის კონფერენციის რეკომენდაციებზე იმსჯელებს. კომისიის წევრები ბერლინიდან  გუშინ დაბრუნდნენ.

კომისიის ინფორმაციით, თუ კომისია კანონსპროექტს დასრულებულად მიიჩნევს, მას კენჭისყრით დაამტკიცებენ. პლენარული სხდომა საკონსტიტუციო კომისიის ოფისში 15 საათზე გაიმართება.

კენჭისყრის შემდეგ კანონსპროექტი საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც, პრეზიდენტის ინიცირებით, კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს საკონსტიტუციო კომიისის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და კომისიის საბჭოს მდივანი თენგიზ შარმანაშვილი წარადგენენ.

ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით,  კანონპროექტით პარლამენტის უფლებებამოვალეობები გაიზრდება:

დებულება გვავალებდა, მოგვემზადებინა ისეთი კანონპროექტი, რომელიც გაითვალისწინებდა ადამიანის ძირითად უფლებებს, დაბალანსებული სისტემის შექმნას, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ცივილიზებური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. კონკრეტულად ეს აისახა იმაზე, რომ, გარკვეულწილად, შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, წინა პლანზე წამოიწია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნილმა მთავრობამ”.


მასალების გადაბეჭდვის წესი