ახალი ამბები

ბევრ კითხვას გაექცა, მე სხვა სტანდარტი მაქვს – კობახიძე პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე

3 ივლისი, 2023 • 859
ბევრ კითხვას გაექცა, მე სხვა სტანდარტი მაქვს – კობახიძე პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე

„ქართული ოცნების“ თავმდჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის პრესკონფერენცია არ უნახავს, თუმცა სხების გადმოცემით იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაურბოდა.

კობახიძის თქმით, ჟურნალისტების მიმართ მას სხვა სტანდარტი აქვს.

„მე არ მიყურებია პრესკონფერენციისთვის, უბრალოდ, დრო არ იყო, მაგრამ გარკვეული პასაჟები ვიცი, რასაც Facebook-ზე გავეცანი. ვინც ბოლომდე უყურა ამ პრესკონფერენციას, რაც მითხრეს, ყველას საერთო შთაბეჭდილება იყო ის, რომ პრეზიდენტი გაურბოდა შეკითხვებს და ძალიან ბევრ შეკითხვას საერთოდ არ გასცა პასუხი, რაც ძალიან სამწუხაროა.

როცა პრეზიდენტი თვითონ იწვევს პრესკონფერენციას, მან საკმარისი პატივისცემა უნდა გამოავლინოს ჟურნალისტების მიმართ და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს სათანადოდ უნდა უპასუხოს […] ზოგადად, ძალიან ბევრ კითხვას გაექცა სალომე ზურაბიშვილი… მე მაქვს სხვა სტანდარტი, როცა ჟურნალისტი მისვამს კითხვას, არც ერთხელ არ გავურბივარ და იმ პასუხს ვუბრუნებ, რომელზეც მაქვს ჩემი აზრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირველ ივლისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრა გამართა. ერთ-ერთი, ვინც პრეზიდენტთან შეხვედრისას ფორმატით უკმაყოფილება გამოთქვა, „იმედის“ წამყვანი მაგდა ანიკაშვილი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი