ახალი ამბები

შსს-მ კასპში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

30 ივნისი, 2023 • 966
შსს-მ კასპში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, კასპში, სადაც ხაბეიშვილს ორგანიზებული ჯგუფი დახვდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

უწყებაში „ნეტგაზეთს“ აცნობეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს:

  • 126-ე – ძალადობა;
  • 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

დაპირისპირებამდე „ნაცმოძრაობაში“ ამბობდნენ, რომ მათთან „მივარდნილმა ოცნების აქტივისტებმა და საკრებულოს წევრებმა… „დააზიანეს [ხაბეიშვილის] ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს [ხაბეიშვილს]“.

„ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კასპში მომხდართან დაკავშირებით მმართველი პარტია არაფერ შუაშია და ეს „სამოქალაქო აქტივიზმია“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი