ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში რუსი ტურისტების მიმართ “მაქსიმალური თავაზიანობის” გამოჩენას ითხოვენ

30 ივნისი, 2023 • 4784
სოხუმში რუსი ტურისტების მიმართ “მაქსიმალური თავაზიანობის” გამოჩენას ითხოვენ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების თანამშრომლებს რუსი ტურისტების მიმართ მაქსიმალური თავაზიანობის გამოჩენა მოსთხოვა.

“არანაირი ზედმეტი მოთხოვნა ტურისტების მიმართ. გამოიჩინეთ მაქსიმალური ლოიალობა, თავაზიანობა, კულტურულობა და კორექტულობა”, – განაცხადა ბჟანიამ სოხუმში საკრუიზო ლაინერ “კნიაზ ვლადიმირის”პირველი ტურისტული რეისის დახვედრისას.

იქამდე დე ფაქტო შს ახალმა მინიტრმა რობერტ კიუტმა გასცა ბრძანება, რომ რუსული სატრანსპორტო ნომრების მქონე ავტომობილები სამართალმდამცველებმა მხოლოდ კანონდარღვევის შემთხვევაში გააჩერონ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა აფხაზეთში ტურიზმის განვითარების მოლოდინს ამყარებს რუსეთიდან შესულ ტურისტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი