ახალი ამბები

სამხარაძე ქალ დეპუტატებს სექსისტური რეპლიკებით მიმართავდა

30 ივნისი, 2023 • 2944
სამხარაძე ქალ დეპუტატებს სექსისტური რეპლიკებით მიმართავდა

“ქართული ოცნების” წევრი დიტო სამხარაძე პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების განცხადებებს სექსისტური რეპლიკებით ეხმაურებოდა.

დღეს, 30 ივნისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს უსმენენ.

ღარიბაშვილის მოსმენისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ქალმა დეპუტატებმა, ანი წითლიძემ და თინა ბოკუჩავამ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გააკრიტიკეს. მათ ასევე “მოღალატე” უწოდეს ირაკლი ღარიბაშვილს. თავის მხრივ ღარიბაშვილიც ღალატში ადანაშაულებდა ენმ-ს და “ომის პარტიას” ეძადა.

ქალი დეპუტატების განცხადებებზე პასუხად დიტო სამხარაძე სექსისტურ რეპლიკებს აკეთებდა.

კერძოდ, ანი წითლიძეს ეხახდა- “გაცელდი გოგო”. ხოლო თინა ბოკუჩავას გამოსვლისას დიტო სამხარაძის რეპლიკა იყო: ” არადა, რა ლამაზი გოგოა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი