ახალი ამბები

კასპში დააკავეს მამა, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა – შსს

27 ივნისი, 2023 • 1590
კასპში დააკავეს მამა, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა – შსს

კასპში დააკავეს მამა, რომელიც არასრულწოლვან შვილს მეორე მოზარდთან აჩხუბებდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 26 ივნისს კასპის სოფელ ფერმაში ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შსს-ს ცნობით, დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი