ახალი ამბები

ყირიმში დივერსიის გამო კვლავ დაზიანდა რკინიგზა – მედია

27 ივნისი, 2023 • 997
ყირიმში დივერსიის გამო კვლავ დაზიანდა რკინიგზა – მედია

ყირიმში, კიროვის რაიონში, დაზიანებულია რკინიგზა, განაცხადა რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.

მომხდარის მიზეზების შესახებ მას არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოებს ოთხიდან რვა საათამდე დასჭირდება.

„დაშავებული არავინაა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ყველას ვთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ენდოს მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმებულ წყაროებს“, – წერს აქსიონოვი.

თუმცა, ტელეგრამ-არხ „ბაზას“ ცნობით, რკინიგზაზე დივერსია მოხდა, ხოლო სატვირთო მატარებლის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.


ყირიმში, ბოლო კვირებია, ხშირად ფიქსირდება რკინიგზის დაზიანებები. ოფიციალური პირები მიზეზებს არ აზუსტებენ ხოლმე, მაგრამ მედიის ინფორმაციით, ადგილი აქვს დივერსიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი