ახალი ამბები

უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წაიწია წინ

25 ივნისი, 2023 • 1219
უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წაიწია წინ

კიევის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წინ წაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ჯარის აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც kyivindependent წერს, უკრაინული მხარის განცხადებით, მართ ჯარს სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე 600-დან 1000 მეტრამდე წინსვლა აქვს.

გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა 186 სამხედროს განეიტრალება შეძლეს, 224 დაჭრეს, 8 კი დააკავეს.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯანა მაილერმა 24 ივნისს განაცხადა, უკრაინის ჯარებს წინსვლა ყველა მიმართულებაზე აქვთ, მათ შორის ბახმუტში, დონეცკის და ვასილკას ოლქებში და ზაპოროჟიის ოლქის დასავლეთ ნაწილში.

უკრაინის პროგრესს ადასტურებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც. ბრიტანული უწყების განცხადებით, უკრაინას ეტაპობრივი, თუმცა სტაბილური ტაქტიკური პროგრესი აქვს საკვანძო ტერიტორიებზე.

ბახმუტისთვის ბრძოლა 10 თვეა გრძელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი აღებულია, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას ბახმუტის მიმართულებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი