ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

25 ივნისი, 2023 • 1554
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გუშინ ღამით უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ჯონი ოდიშვილი და მახო კვიჟინაძე, დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროებისა და დაღუპულების ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ბახმუტში მიმდინარე ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას.

ბახმუტისთვის ბრძოლა 10 თვეა გრძელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი აღებულია, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას ბახმუტის მიმართულებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმიებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი