ახალი ამბები

როსტოვს „ვაგნერი“ აკონტროლებს — პრიგოჟინი ახალ მიმართვას ავრცელებს

24 ივნისი, 2023 •
როსტოვს „ვაგნერი“ აკონტროლებს — პრიგოჟინი ახალ მიმართვას ავრცელებს

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უკვე უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ როსტოვშია და აკონტროლებს მის ქუჩებს, სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, აეროდრომს.

24 ივნისს, დილით გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს:

„ჩენ ვაკონტროლებთ როსტოვის აეროდრომს, სამხედრო ობიექტებს. სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისთვიუს მიფრინავენ [უკრიანაში], პრობლემა არ აქვთ. ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ ავიაციამ იერიში მიიტანოს უკრაინელებზე და არა ჩვენზე. სამხედრო მართვის შტაბი [რომელიც უკრაინაში ომშია ჩართული] მუშაობს ჩვეულებრივ, არც ერთი ოფიცერი არ არის ჩამოშორებული საქმეს და როდესაც თქვენ გეტყვიან, რომ „ვაგნერი“ ჩაერია და ამის გამო ფრონტზე რაღაც გაფუჭდა, ეს ამის ბრალი არ იქნება“, — ამბობს პრიგოჟინი.

მისივე თქმით, რუსეთი ყოველდღიურად წარმოუდგენლად დიდ ზარალს იღებს უკრაინის ფრონტზე, კარგავს უზარმაზარ ტერიტორიებს, დღეში კარგავს ათასამდე ჯარისკაცს, რომელთა შორის არიან როგორც დაღუპულები, ისე დაჭრილები და იგზო-უკვლოდ დაკარგულები.

როგორც პრიგოჟინი აცხადებს, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ მონაცემებში მსხვერპლის რაოდენობა 3-4-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც რეალურადაა, ხოლო მედია მხოლოდ დაღუპული რუსი ჯარისკჯაცების მხოლოდ მეათედ რაოდენობას ასაჯაროებს.

ტელეგრამარხებით 24 ივნისის დილით კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც აღბეჭდილია დონის როსტოვში ევგენი პრიგოჟინის შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენშტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმირ ალეკსეევთან.

ვიდეოში პრიგოჟინი ამბობს, რომ სანამ არ „მიიღებს“ გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ვაგნერის მებრძოლები გააგეძელებენ ქალაქ როსტოვის ბლოკირებას და „წავლენ მოსკოვისკენ“. როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ იუწყება, ვიეო რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის შენობაშია გადაღებული.


პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და თავდაცვის მინისტრი შოიგუ დაადანაშაულა„ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარარებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.

თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ პრიგოჟინის ბრალდებებს, ხოლო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარების საქმის კურსშია რუსეთის პრეზიდენტიც.

მთავარ ფოტოზე: „ვაგნერის“ სამხედრო ტექნიკა როსტოვის ცენტრში 24 ივნისის დილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი