ახალი ამბები

მოსკოვი ირწმუნება, რომ პრიგოჟინის „ამბოხის“ გამო უკრაინა ბახმუტში შეტევას გეგმავს

24 ივნისი, 2023 •
მოსკოვი ირწმუნება, რომ პრიგოჟინის „ამბოხის“ გამო უკრაინა ბახმუტში შეტევას გეგმავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის დაანონსებული „ამბოხის“ შედეგად, უკრაინა ბახმუტში შეტევას გეგმავს.

„ვითარების დეზორგანიზებისთვის პრიგოჟინის პროვოკაციის გამოყენებით, კიევური რეჟიმი, ბახმუტის ტაქტიკურ მიმართულებაზე, შეტევითი ქმედებებისთვის, საწყის პოზიციებზე კონცენტრირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 35-ე და 36-ე მექანიზირებული ბრიგადების ქვედანაყოფეფს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თუმცაღა, ირწმუნება მოსკოვი, რუსული ჯარები „ამარცხებენ მოწინააღმდეგეს ავიაციისა და არტილერიის დარტყმებით“.


23 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა ბრალი დასდო თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. შოიგუ და პრიგოჟინი საკმაო ხანია, კონფლიქტის რეჟიმში არიან. პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერელებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, შეაჩერონ ბოროტება, რომელიც ქვყენის სამხედრო ხელისუფლებას მოაქვს. „ვინც დღეს ჩვენი ბიჭები გაანადგურეს, მრავალი ათასი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე გაანადგურა, დაისჯება“, – ხაზს უსვამს იგი და „ყველას“ მოუწოდებს, არ გაუწიონ წინააღმდეგობა „ვაგნერელებს“.

დეტალურად რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე იხილეთ „ნეტგაზეთის“ განახლებადი სტატია:

მასალების გადაბეჭდვის წესი