ახალი ამბები

პრიგოჟინზე სამხედრო გადატრიალების მუხლით საქმე აღძრეს

24 ივნისი, 2023 • 1188
პრიგოჟინზე სამხედრო გადატრიალების მუხლით საქმე აღძრეს

რუსეთში სამხედრო გადატრიალებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელზე, ევგენი პრიგოჟინზე. ამის შესახებ იუწყება რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებულ განცხადებებს არ აქვს საფუძველი.

„ამ განცხადებებთან დაკავშირებით „ეფესბეს“ მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამხედრო გადატრიალებისკენ მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ, რომ უმალვე შეწყდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“.


დღეს, 23 ივნისს, გავრცელდა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აუდიომიმართვა. ის ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავს დაესხა და დაბომბა „ვაგნერის“ ბანაკები.

ამავე მიმართვაში პრიგოჟინი ამბობს: „ჩვენ 25 ათასნი ვართ და მოვდივართ, რათა გავარკვიოთ, რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“.

ვრცლად:

პრიგოჟინი: თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის ბანაკები დაბომბა, უამრავი დაიღუპა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი