ახალი ამბები

სააკაშვილი გვარამიას გათავისუფლებას გამოეხმაურა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი არ ახსენა

23 ივნისი, 2023 •
სააკაშვილი გვარამიას გათავისუფლებას გამოეხმაურა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი არ ახსენა

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურბაიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას. სააკაშვილის ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ექსპრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს არ ახსენებს და აცხადებს, რომ გვარამიას გათავისუფლება “ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ” გამოიწვია.

“ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში. ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში. სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს. ამიტომ დიდი მადლობა “მთავარის” ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი ვარსკვლავები და პატრიოტები ხართ. მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, და ასევე ვულოცავ მის ოჯახს ამ უსამართლობის დასრულებას. ნიკას ყოველი დღე ციხეში იყო დიდი უსამართლობა”, – წერს სააკაშვილი.

ნიკა გვარამიას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი