ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი უკრაინაში მებრძოლი ოსების რუსეთში რეაბილიტაციას ითხოვს

23 ივნისი, 2023 • 1810
ცხინვალი უკრაინაში მებრძოლი ოსების რუსეთში რეაბილიტაციას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მოხალისეებისთვის რეაბილიტაციას ითხოვენ. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ელენა ჯიოევამ განაცხადა.

“რუს სამხედროებთან, მოხალისეებთან და მობილიზებულებთან ერთად, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობს მოხალისეთა დიდი რაოდენობა სამხრეთ ოსეთდან. დაბრუნების შემდეგ მობილიზაციის შემდგომ ცხოვრებას რუსეთში დიდი ყურადღება ექცევა. იმის გათვალისწინებით, რომ აქ სარეაბილიტაციო ცენტრები ან სამედიცინო დაწესებულებები არ არსებობს, სადაც ისინი რეაბილიტაციას გაივლიდნენ, ჩვენი სურვილია, მათ ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა რუსეთის შესაბამის დაწესებულებებში”, – განაცხადა ოსმა დეპუტატმა რუსეთისა და ოსეთის ერთობლივი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.

ოსური მედიის ცნობითვე, რუსულმა მხარემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი ინიციატივის განსახორციელებლად საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი შეთანხმების გაფორმება.

2023 წლის 20 თებერვალს [რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ] დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ. რაც ითვალისწინებს მათთვის სასამართლო დავების შეწყვეტას, საკრედიტო ვალდებულებების შეწყვეტას და ა.შ.

ამავე თემაზე: 

რატომ იქცნენ უკრაინაში მებრძოლი ოსები ცხინვალის პრობლემად

მასალების გადაბეჭდვის წესი