აშშ უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 1.3 მილიარდს გამოყოფს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, აღდგენა არის საძირკველი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი, დაცული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნისთვის.
„ყოველი ინვესტიცია, რომელსაც ვაკეთებთ, აახლოებს უკრაინელებს ამ რეალობასთან. დღეს ვაცხადებ, რომ კონგრესის მხარდაჭერით გამოვყოფთ 1.3 მილიარდზე მეტ დახმარებას ამ მიზნის მიღწევისთვის.
ჩავდებთ 520 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას უკრაინის ენერგოქსელებში, რომელთა მესამედიც გაანადგურა რუსეთმა. მხარს ვუჭერთ უკრაინული ენერგობაზრის რეფორმებს მონოპოლიებთან ბრძოლისთვის და ხელს შევუწყობთ ინვესტიციებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარება, ელექტროენერგიის ერთ-ერთი ძირითადი ექსპორტიორი გახდეს“, – თქვა მან.
ბლინკენმა ისიც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს უკრაინის ანტიკორუფციულ უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალ მედიას, რათა გამოყოფილი რესურსები შესაბამისად დაიხარჯოს.