ახალი ამბები

რძლის მკვლელობის მცდელობისა და მუქარისთვის პირს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

21 ივნისი, 2023 • 1222
რძლის მკვლელობის მცდელობისა და მუქარისთვის პირს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა 2021 წლის შემოდგომაზე მოხდა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული სექტემბერში რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მასზე იძალადა, მომდევნო თვეს, 18 ოქტომბერს კი მისი მკვლელობა სცადა.

ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ ,,მ“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობას და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას და მუქარას გულისხმობს.

ქუთაისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი