ახალი ამბები

მინდა გავიგო თქვენი აზრები, დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს – სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

21 ივნისი, 2023 •
მინდა გავიგო თქვენი აზრები, დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს – სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართულ პოლიტაკაში გააქტიურება დააანონსა, აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმისთვის მოქალაქეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმს იწყებს. ამის შესახებ სააკაშვილის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მას სურს, რომ პირველ რიგში მოქალაქეების მოთხოვნები და აზრები გაიგოს.

„ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია, ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა.

მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული. გაიხსენეთ, ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე გულებიანი საქართველოს დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია „ოცნების პროტესტი“. გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა.

მე მინდა პირველ რიგში გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას. ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას.

დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს, რომ  უმობესია კითხვები მას 23 ივნისამდე გაუგზავნოს. ამასთან ექსპრეზიდენტის თხოვნაა, რომ კითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ იყოს.

„მინდა მივმართო ჩემს FB აუდიტორიას და არა მხოლოდ მათ: გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ. მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს. პასუხები სამშაბათს დილით დაიდება ჩემს გვერდზე. ჩემი თხოვნაა ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით, ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ღრმა დეპრესიაში მყოფ ქვეყანას“, – წერს სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 ივნისს განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში გააქტიურება გადაწყვიტა. მანამდე საააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, აცხადებდა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკა აღარ აინტერესებდა. ის სასამართლო პროცესებზეც ხაზს უსვამდა, რომ უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინელებს უკრაინულ ენაზე მიმართავდა. სააკაშვილის უკრაინულ მიმართვებს კი თარჯიმანი თარგმნიდა.

სააკაშვილის უფლებადამცველები და მისი ახლობლებიც ამბობდნენ, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესბდა. როგორც ისინი აცხადებდნენ, სააკაშვილი მთლიანად უკრიანულ პოლიტიკაზე იყო გადართული და „მხოლოდ უკრაინულ არხებს უყურებდა“.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი