უკვე მეორე დღეა, რაც მაშველები ეძებენ ტურისტულ წყალქვეშა ნავს, რომელსაც ვიზიტორები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა. ნავი კომპანია „ოუშენ გეითს“ ეკუთვნის.
სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ხომალდთან კონტაქტი მისი გაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთში გაწყდა. აშშ-ის სანაპირო პოლიციის ცნობით, წყალქვეშა ნავზე ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსი, მათ შორის, ჟანგბადი არის, თუმცა დაახლოებით 70-96 საათისთვის არის საკმარისი.
BBC-ის თანახმად, არსებული ცნობით, გემზე ამჟამად 5 ადამინი იმყოფება, მათ შორის, რამდენიმე ბიზნესმენი. რამდენიმე წყარო იუწყება, რომ ამჟამად ნავში იმყოფება „ოუშენ გეითის“ აღმასრულებელი დირექტორიც.
ხომალდი 10 432 კილოგრამს იწონის და სიგანეში 6 მეტრია. რაც შეეხება „ტიტანიკს“, ატლანტიკის ოკეანეში, კანადის ნიუფაუნდლენდის პროვინციასთან ახლოსაა ჩაძირული. ჩაძირვის ადგილიდან უახლოეს სახმელეთო ნაპირამდე 700-მდე კილომეტრია, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.