ახალი ამბები

შეუძლიათ მანდელას პატიმრობა შეისწავლონ – ბოკუჩავა სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

19 ივნისი, 2023 • 1086
შეუძლიათ მანდელას პატიმრობა შეისწავლონ – ბოკუჩავა სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ამის მიუხედავად სააკაშვილი  მზადაა ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, ეს მეტყველებს, რომ სააკაშვილი საქართველოში კომფორტისთვის არ ჩამოსულა.

„ეტყობა, „ქართულ ოცნებას“ არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რამე. მაგალითად, ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ შეისწავლონ, რომელიც აპარტეიდის რეჟიმის დროს მრავალი წლის განმავლობაში არაადამიანური მოპყრობისა და წამების სამიზნე იყო, შემდეგ კი ის დაბრუნდა პოლიტიკაში. არაადამიანური და წამების ტოლფასი მოპყრობა თავისთავად არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანმა შემდეგ მაინც შეძლოს, საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს და სხვადასხვა სახით პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალაინ აქტიურად ჩართვას აპირებს.

სააკაშვილის თქმით,  15 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები მისთვის „ბოლო წვეთი“ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი