საზოგადოება

სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას და სასამართლოებში მონაწილეობას აანონსებს

16 ივნისი, 2023 • 1707
სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას და სასამართლოებში მონაწილეობას აანონსებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალაინ აქტიურად ჩართვას აპირებს.

სააკაშვილის თქმით, გუშინ, 15 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები მისთვის „ბოლო წვეთი“ იყო.

„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.

დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.


15 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ოპოზიციიდან. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას და ამით გამოწვეულ საფრთხეებს.

თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი