ჩინეთმა პირობა დადო, რომ არ აღმოუჩენს რუსეთს სამხედრო დახმარებას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.
ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი აფასებს ჩინეთის პირობას, თუმცა შიშობს, რომ შეიძლება რუსეთს იარაღი ჩინურმა კომპანიებმა მიაწოდონ.
„შეიძლება, ჩინური კომპანიები აწვდიდნენ რუსეთს ტექნოლოგიებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში გამოიყენებს. ჩინეთის ხელისუფლებას ვთხოვეთ, ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს“, – აღნიშნა მან.
სახელმწიფო მდივნის თქმითვე, ჩინეთმა რუსეთისთვის დახმარების არმიწოდებაზე პირობა აქამდეც გაახმიანა, არა მარტო აშშ-ის, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარშიც.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩინეთი ცდილობს, შედარებით ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს. პეკინი არ აღიარებს უკრაინის ოკუპაციას, თუმცა ომში საჯაროდ ბრალს რუსეთს არ სდებს,