აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბლინკენი პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ჩინეთში ჩავიდა.

ამერიკული მედიასაშუალებების მიხედვით, ამ ვიზიტით ორმხრივ  რთულ ურთიერთობაში გარღვევა მოსალოდნელი არ არის, თუმცა ის მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევა ჩინეთსა და აშშ-ს შორის კომუნიკაციების არხების აღდგენა/გაგრძელების თვალსაზრისით.

ეს ვიზიტი რამდენიმე თვის წინ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ჩინური საჰაერო ბუშტის სკანდალის გამო გადაიდო.

ჯერჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა ბლინკენი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.