ახალი ამბები

ლევან იოსელიანი სააკაშვილის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლებას ემხრობა

16 ივნისი, 2023 • 1722
ლევან იოსელიანი სააკაშვილის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლებას ემხრობა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ემხრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იდეას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის მექანიზმი, რომლითაც სამართალდამცავი სტრუქტურები გისოსებს მიღმა მსჯავრდებულის გადაადგილების კონტროლს ახერხებენ.

ამის შესახებ ლევან იოსელიანმა ტვ „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„სახალხო დამცველი თავისი მანდატიდან გამომდინარე ვერ იქნება ჰუმანური მიდგომის მოწინააღმდეგე, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს. სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პატიმარი და სადაც მე ვხვდები, ვისაც ვხვდები, ყველასთან იმას ვსაუბრობ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური პატიმრების მიმართ. უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული სამაჯური, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული ვადამელი გათავისუფლების მექანიზმი და ა.შ. ასე რომ, ბუნებრივია, მე ვერ ვიქნები ასეთი ფორმის სასჯელის ფორმის მოწინააღმდეგე. არამარტო მის მიმართ, ყველა პატიმრის მიმართ, რომელიც მოხვდება გარკვეულ კრიტერიუმებში“, — თქვა იოსელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი