ახალი ამბები

ვინ მოიაზრება გლობალური ომის პარტიაში? — მინისტრის პასუხი

16 ივნისი, 2023 • 1383
ვინ მოიაზრება გლობალური ომის პარტიაში? — მინისტრის პასუხი

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში ჰკითხეს, თუ ვინ მოიაზრება „ქართული ოცნების“ მიერ გლობალური ომის პარტიად წოდებულ ძალაში და შეხვედრია თუ არა ამ ძალის რომელიმე წარმომადგენელს.

„გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებს“, — განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, შიდა პოლარიზაციის მიუხედავად, იმ ქვეყნებში, რომლებიც ბოლო დროს შეუერთდნენ ევროკავშირს, საგარეო ფლანგზე კონსოლიდაცია იყო, რასაც საქართველოში ვერ ვხედავთ.

„ომის პარტიას შეუძლია მიაკუთვნოს თავი ყველას ჩვენი ოპონენტებიდან, ვინც თავისი განცხადებებით, უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველმოკლებული შეხედულებების გაზიარებით ამაზე ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, — თქვა დარჩიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ კონსპირაციის თანახმად, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გაააქტიურა კონსპირაცია, თითქოს საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი