ახალი ამბები

თქვენი სპეკულაციები დამაზიანებელია — ბოჭორიშვილი კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში რიჟვაძემ

16 ივნისი, 2023 • 842
თქვენი სპეკულაციები დამაზიანებელია — ბოჭორიშვილი კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში რიჟვაძემ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სპეკულაციას უწოდებს კითხვას იმის შესახებ, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების გამო.

კერძოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

სწორედ ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხეს, უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში თორნიკე რიჟვაძემ, რაზეც მან უპასუხა:

„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ აგვისტოს ომი წაგებული ომია დროებით და ეს არის ის ბრძოლა, რომელშიც საქართველო ჯერ კიდევ არის. ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი, ოღონდ მშვიდობიანი გზით. დანარჩენი ამ საკითხებზე თქვენი სპეკულაციები აბსოლუტურად დამაზიანებელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი