ახალი ამბებირეკლამა

Საინტერესო სივრცე კინომოყვარულებისთვის – “Ბექას სკოლის” და “ამირანის” ინგლისურენოვანი კინოკლუბი

16 ივნისი, 2023 •
Საინტერესო სივრცე კინომოყვარულებისთვის – “Ბექას სკოლის” და “ამირანის” ინგლისურენოვანი კინოკლუბი

Უკვე ნახევარი წელია, რაც თვეში ორჯერ, კინოთეატრ “ამირანის” მეორე ოთახს ინგლისური ენის ცენტრ – “ბექას სკოლის” და “ამირანის” საერთო კინოკლუბი იკავებს. 

ყოველ მეორე სამშაბათს, საღამოს 8 საათზე მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ, ძალიან საინტერესო, განსხვავებული ჟანრების მოკლემეტრაჟიანი ფილმები იხილოს.

Ძირითადად, ყოველ ჩვენებაზე ორი არაკომერციული ფილმის წარდგენა ხდება, საიდანაც ერთი კანადელი ან ფრანგი რეჟისორის შემოქმედებაა, მეორე კი ქართველის. Ორივე მათგანს, აუცილებლად ინგლისური სუბტიტრებიც ახლავს თან, რომ უცხოელი მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს ფილმები. Ხშირად, ქართველი რეჟისორიც ესწრება კინოჩვენებას და ბოლოს, მასთან საინტერესო დისკუსიაში შესვლაც შესაძლებელია!

Ამ ყველაფერს კიდევ უფრო შემეცნებითს და სასიამოვნოს ხდის ის ფაქტი, რომ დისკუსია ხდება ინგლისურ ენაზე, ღვინის თანხლებით და მას კანადელი კინორეჟისორი – ტობი ანდრისი მასპინძლობს. Ტობი “ბექას სკოლის” წარმომადგენელია და იგი ყოველი ჩვენებისთვის სპეციალურად არჩევს ფილმებს, რომლებიც ერთმანეთთან რაიმე ხაზითაა დაკავშირებული. დისკუსიის დროს, ტობი მაყურებელს ეხმარება მრავალმხრივად დაინახონ და შეაფასონ რეჟისორის ნამუშევარი, გამოყენებული მეთოდები, კონტექსტი, მუსიკა და ა.შ.

Გარდა კინომიმართულებისა, კლუბს სხვა დატვირთვაც აქვს:

  • Ინგლისური ენის პრაქტიკა – დისკუსიის მონაწილეები ეჩვევიან ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას, ივითარებენ მოსმენის, საუბრის უნარებს და ლექსიკას;
  • კულტურული გაცვლა & სოციალიზაცია – ჩვენებებს ესწრებიან ადამიანები სხვადასხვა სფეროებიდან და ქვეყნებიდან, რაც დისკუსიას უფრო საინტერესოს ხდის, ხოლო, საერთო ინტერესის თემა – ფილმები – სოციალიზაციას უფრო ამარტივებს;
  • Და ბოლოს, რა თქმა უნდა – გართობა, რაც ნებისმიერი შემეცნებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია!

Იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, აუცილებელია, დასწრების მსურველებმა მარტივი ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ.  Დეტალურ ინფორმაციას ფილმების შესახებ კი “ბექას სკოლის” Facebook გვერდზე, ღონისძიებების ნაწილში ნახავთ, სადაც ინფორმაცია უფასო ინგლისურენოვანი კლუბების შესახებ მუდმივად განახლებადია.

მასალების გადაბეჭდვის წესი