ახალი ამბები

15 წლის გოგოსთვის ქორწინების იძულების ფაქტზე მამა და ერთი კაცი დააკავეს

15 ივნისი, 2023 •
15 წლის გოგოსთვის ქორწინების იძულების ფაქტზე მამა და ერთი კაცი დააკავეს

მარნეულში 15 წლის გოგოსთვის ქორწინების იძულების ფაქტზე მისი მამა და კაცი დააკავეს, რომელთან ქორწინებასაც არასრულწლოვანს აიძულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “რადიო მარნეულმა” გაავრცელა.

არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ ცნობას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. სამინისტროს ცნობით, ისინი გუშინ, 14 ივნისს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი