ახალი ამბები

ზუსტდება, მოკლეს თუ დაჭრეს კადიროვის “მარჯვენა ხელი” უკრაინაში

14 ივნისი, 2023 • 1889
ზუსტდება, მოკლეს თუ დაჭრეს კადიროვის “მარჯვენა ხელი” უკრაინაში

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული (ლდპრ) პარტიის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინაში დაჭრეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის “მარჯვენა ხელია”.

მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელიმხანოვი მოკლეს.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, “რია ნოვოსტის” თანახმად, განაცხადა, რომ დელიმხანოვთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

კადიროვი უკრაინის დაზვერვას “გულუხვი ჯილდოს” სანაცვლოდ სთხოვს, მიაწოდონ ინფორმაცია, კონკრეტულად სად განახორციელეს დარტყმა, რომელშიც, სავარაუდოდ, დელიმხანოვიც მოყვა.

მოგვიანებით “რია ნოვოსტიმ” იმავე სტატიაში დაწერა, რომ კადიროვმა ტელეგრამში ეს შეტყობინება “ირონიით” გაავრცელა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა დიმიტრი კუზნეცოვმა განაცხადა, რომ დელიმხანოვს ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი და ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

14 ივნისის დილას უკრაინის არმიაში მებრძოლმა კირილ საზონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა დელიმხანოვი მოკლეს.

სტატია განახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი