ახალი ამბები

ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე ბრალდება წარუდგინეს

14 ივნისი, 2023 • 884
ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე ბრალდება წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  13 ივნისს გამოცხადდა მაიამის სასამართლოში, სადაც გააცნეს ბრალდება მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე, რომელიც ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას.

ტრამპს სასამართლოში აუღეს თითის ანაბეჭდები, მოსამართლემ საჭიროდ არ მიიჩნია მისთვის ფრენების შეზღუდვა და გირაო.

ტრამპმა ბრალდების გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ტრამპს ბრალი ედება საიდუმლო დოკუმენტების შენახვაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა და თეთრი სახლი დატოვა. საუბარია  37 შემთხვევაზე, როცა ადგილი ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტების არაჯეროვნად გამოყენებას.  ბიბისის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტებს შორის სავარაუდოდ არის ინფორმაცია აშშ-ის ბირთვულ პროგრამებზე და აშშ-ის და სხვა ქვეყნების თავდაცვისა და იარაღის შესაძლებლობებზე.

ბრალდების თანახმად, ტრამპი  საიდუმლო დოკუმენტებს, სავარაუდოდ, ინახავდა ფლორიდაში, მის ისახლის საშხაპესა და წვეულების დარბაზში:

“გამოძიების ფოტოებზე ჩანს წვეულების დარბაზსა და საშხაპეში დაწყობილი ყუთები”, – იუწყება ბიბისი.

13 ივნისს, ტრამპის სასამართლოში მისვლის დროს შენობასთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი