ახალი ამბები

საქართველოს ჯორჯიის გუბერნატორი ბრაიან კემპი ეწვევა

13 ივნისი, 2023 •
საქართველოს ჯორჯიის გუბერნატორი ბრაიან კემპი ეწვევა

საქართველოს ეწვევიან აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი და მისი მეუღლე, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე.

ვიზიტის მიზანია, განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში კემპი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და სხვა მაღალჩინოსნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი