ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთს სომხეთში რუსული სკოლების აშენება სურს

12 ივნისი, 2023 • 1243
რუსეთს სომხეთში რუსული სკოლების აშენება სურს

რუსეთის განათლების სამინისტროს ცნობით, მოსკოვი ერევანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სომხეთში ოთხი რუსული სკოლის მშენებლობის საკითხზე.

რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილის, დენის გრიბოვის განცხადებით, დსთ-ის ქვეყნებში რუსული სკოლების მშენებლობის პროექტი უკვე მიმდინარეობს.

“მაგალითად, ხუთი რუსული სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია ტაჯიკეთში. ცხრა რუსული სკოლის მშენებლობაზე შეთანხმება ხელმოწერილია ყირგიზეთში, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სომხეთში ოთხი სკოლის მშენებლობაზე.

საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენი პედაგოგები სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობენ, ისინი არიან ასევე ჩვენი კულტურისა და ისტორიის გამტარები”, – ამბობს რუსეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

სომხეთში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, წლიდან წლამდე იზრდება რუსეთის, როგორც საგარეო საფრთხედ აღქმის მაჩვენებელი.

“რუსეთი საფრთხეა” – როგორ იცვლება საზოგადოებრივი აზრი სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი