ახალი ამბები

გერმანიის კანცლერის ოფისი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

9 ივნისი, 2023 • 3568
გერმანიის კანცლერის ოფისი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ეხება.

შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ბერლინში დღეს გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის შემდეგ მედიასთან ბრიფინგი არ გამართულა, თუმცა განცხადებები გაავრცელეს საქართველოს პრემიერის და გერმანიის კანცლერის ოფისებმა.

“კანცლერმა დააფიქსირა გერმანიის განგრძობითი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროკავშირის გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას საჭირო ნაბიჯები რეფორმების კუთხით. ევროკომისიის რეკომენდაციები მიანიშნებენ კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დროული და აუცილებელი ძალისხმევისა და უმაღლესი სწრაფვისაკენ მომდევნო კვირების განმავლობაში.

უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია უწყვეტად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.

კანცლერი და პრემიერი შეთანხმდნენ განაგრძონ მათი ღია და შედეგზე ორიენტირებული დისკუსია და დარჩნენ კონტაქტზე”, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესრელიზში.

გაეცანით საქართველოს პრემიერის ოფისის განცხადებას:

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი