ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თუ საქართველოს ნორმალური ურთიერთობები სურს, გვაღიაროს”

9 ივნისი, 2023 • 6603
“თუ საქართველოს ნორმალური ურთიერთობები სურს, გვაღიაროს”

“აბსურდულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოთხოვნა. თუ საქართველოს ნორმალური ურთიერთობები სურს, ჩვენ ვითხოვთ უპირობო აღიარებას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რათა რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობა იყოს”.

ამის შესახებ განაცხადა ინალ არძინბამ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთ მინისტრმა რუსეთის პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში “ბოლშაია იგრა” [დიდი თამაში], სადაც ის მიწვეული იყო რუს პროპაგანდისტთან ალექსანდრ დუგინთან და ფედერაციის საბჭოს მდივნის მოადგილესთან, კონსტანტინ კოსაჩიოვთან ერთად.

აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მთავარი ულტიმატუმი და მოთხოვნაა ქართული მხარის მიმართ.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი