ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ გვაქვს – არძინბა რუსეთის ტელეეთერში

9 ივნისი, 2023 • 1306
აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ გვაქვს – არძინბა რუსეთის ტელეეთერში

“აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ გვაქვს”, –  განაცხადა ინალ არძინბამ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთ მინისტრმა რუსეთის პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში “ბოლშაია იგრა” [დიდი თამაში], სადაც მიწვეული იყო რუს პროპაგანდისტთან ალექსანდრ დუგინთან და ფედერაციის საბჭოს მდივნის მოადგილესთან, კონსტანტინ კოსაჩიოვთან ერთად.

“ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ ერთსულოვანია საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენში არსებობს აბსოლუტური პატივისცემა, მადლიერება და ძალიან თბილი ადამიანური დამოკიდებულება რუსების მიმართ. არა უბრალოდ სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლებრივ დონეებზე, არამედ სწორედ რუსების მიმართ”, – განაცხადა არძინბამ.

მისივე განმარტებით, აფხაზეთში ძალიან დიდი მხარდაჭერა არსებობს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმართ.

“მხარდაჭერის იდენქსი ძალიან მაღალია. ბევრმა მოხალისემ აიღო იარაღი ხელში და იცავენ ინტერესებს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს იცავდნენ ფაშიზმისგან”.

აფხაზეთში, ბრალდებების კონტექსტში, ანტირუსულ განწყობებზე საუბარი განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოების წრეებში გაჩნდა უკმაყოფილება და პროტესტი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიჭვინთის აგარაკებისა და ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა და ასევე, კანონი ე.წ. აპარტამენტების შესახებ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის შესაძლებლობებს ქმნის.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი