ქართული წარმოშობის ცნობილი იტალიელი მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, რომლის მონაწილეობით ახალი ფილმის პრემიერა რამდენიმე კვირის წინ კანის კინოფესტივალზე გაიმართა, ინსტაგრამზე აქვეყნებს პოსტს ხარკოვიდან, სადაც ქართული დანაყოფის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს შეხვდა.
View this post on Instagram
„ჩამოვედი უკრაინაში და მოვახერხე ხარკოვში, 10 კილომეტრის დაშორებით რუსული საზღვრიდან, ხმა მიმეწვდინა ქართველი მეთაურისთვის, მამუკა მამულაშვილისთვის, მეთაურისთვის ქართული და უცხოური ლეგიონისა, რომლებიც იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე უკრაინის დასაცავად. დავპირდი ბავშვებს და ქართულ დიასპორას იტალიაში, რომ საქართველოს მცველებს ჩავუტანდი საქართველოს დროშას და წერილებს, რომლებიც მათთვის დაწერეს.
ხარკოვში ჩასვლა არ ყოფილა მარტივი, რადგან ყოველდღე რუსი ჯარისკაცები ბომბავენ უკრაინის ყველა რეგიონს. ქალაქების მონახულებისას ვნახე, რომ მათი სამიზნე ძირითადად არის სკოლები, საავადმყოფოები, სამშობიარო კლინიკები და საცხოვრებელი შენობები. ქართველმა ხალხმა მრავალი სისატიკე გამოიარა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის გამო და აფხაზეთში. შეიძლება ვიღაც ჩვენს ქვეყანას ყიდის ფულის გამო ან ვინ იცის, რის გამო, მაგრამ ჩვენ სრულად უკრაინისა და ევროკავშირის მხარეს ვდგავართ. მოვახერხე, რომ მასთან ინტერვიუ ჩაეწერა ყველა მთავარ იტალიურ ტელევიზიას, რომლებმაც გაიცნეს ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ისტორია, და იტალიელ ხალხსაც მისცემენ საშუალებას, გაიგონ სიმართლე საქართველოს ისტორიის შესახებ. როცა მამუკამ ჩვენი დროშა ნახა, გულთბილად გაგვიღიმა, მიუხედავად იმისა, რასაც იგი გადის.
გადავწყვიტე ჩემი პოზიცია მქონდეს ამ ამბავში და მხარი დავუჭირო როგორც მორალურად, ისე ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებით. ამას იტალიური ჯგუფების დახმარებით ვაკეთებ, რომელთა დიდი მადლობელი ვარ. ქართველი ლეგიონის ბიჭები დაგვეხმარებიან მივიტანოთ სამედიცინო დახმარება უკრაინულ ოჯახებამდე, რომლებსაც არ შეუძლიათ საომარი წერტილებიდან გამოსვლა, მათ მხოლოდ ბუნკერებში მყოფ ბავშვებამდე და მშობლებამდე შეუძლიათ მიიტანონ დახმარება. იტალია მხარს უჭერს საქართველოს და სურს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება პროპაგანდასა და გამყიდველ, მატერიალისტ ოლიგარქებს, გაანადგურონ ჩვენი მომავალი.
საქართველოს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის უკრაინელების.
ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად ვიბრძოლებთ.
გაუმარჯოს საქართველოს.
Slava Ukraini” – წერს ლუკა ჩიქოვანი ინსტაგრამზე.